08 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
7 მილიონი ლიტრი ლუდი - ლუდის ფესტივალი გერმანიაში

გერმანიაში ყველაზე ცნობილი და მასშტაბური ლუდის ფესტივალი გაიხსნა. რიგით 182–ე ოქტობერფესტზე პირველი კათხა ლუდი მიუნხენის მერმა ხმაურიანი შეძახილების ფონზე ჩამოასხა.

ფესტივალზე დასასწრებად ქალაქში მთელი მსოფლიოდან მილიონობით ადამიანია ჩასული.

ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ წელს ოქტობერფესტზე 7 მილიონამდე ლიტრი ლუდი დაილევა.

ერთი კათხა სასმელი ამჯერად, საშუალოდ, 10 ევრო ღირს.

ლუდის ფესტივალი მიუნხენში ოთხ ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

დღის ამბები