იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დაკომპლექტებულია - ბრიუსელის 12 რეკომენდაციიდან დღეს კიდევ ერთი შესრულდა, თუმცა ამაზე მეტად ოპოზიციას ის აწუხებს თუ ვინ დაეხმარა "ქართულ ოცნებას" საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევაში. გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე 4 წლის ვადით 90-მა დეპუტატმა დაამტკიცა. "ოცნებას" კი ამდენი დეპუტატი არ ჰყავს. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა ყველა ადასტურებს რომ 4 ხმა ოცნებას ფრიდონ ინჯიამ დაახმარა.
კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კიდევ ერთ ხმა, თუმცა ვინ დააჭირა ოპოზიციიდან მწვანე ღილაკს ხელი ამ დრომდე უცნობი რჩება.
ეჭვმიტანილი დილარ ხაბულიანია. "ნაციონალური მოძრაობის" სიის უცვლელი წევრი აცხადებს რომ კენჭისყრისას ის დარბაზში არ ყოფილა, თუმცა
დარბაზში აღმოჩნდა მისი სადეპუტატო ბარათი.