08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
რომის პაპი პირველი ვიზიტით კუბას სტუმრობს

რომის პაპი პირველი ვიზიტით კუბას სტუმრობს. ჰავანის აეროპორტში კათოლიკური ეკლესიის მეთაურს ქვეყნის პრეზიდენტი, რაულ კასტრო, დახვდა. დედაქალაქის ქუჩებში კი მას ათასობით ადამიანი შეეგება.

პაპი ფრანცისკე დღეს ჰავანის რევოლუციის მოედანზე მესას ჩაატარებს.

ღვთისმსახურებაზე დასასწრებად კუბაში საგანგებოდ ჩავიდა პაპის მშობლიური არგენტინის პრეზიდენტიც.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ვიზიტს კუბაში ათასამდე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტი აშუქებს.

ფრანცისკე კუბაში ოთხ დღეს დარჩება, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.

 

დღის ამბები