08 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
ბიტლზების პირველი კონტრაქტი ნიუ იორკში აუქციონზე 75 ათას დოლარად გაიყიდა

ბიტლზების პირველი კონტრაქტი ნიუ იორკში აუქციონზე 75 ათას დოლარად გაიყიდა.

ექვსგვერდიანი კონტრაქტი 1961 წლითაა დათარიღებული და ის ლივერპულელმა ოთხეულმა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გააფორმა, სადაც იმ პერიოდში ღამის კლუბებში უკრავდა.

დოკუმენტზე ბენდის ოთხივე წევრის ხელმოწერაა დართული.

კონტრაქტი, რომელიც 300–მდე ლოტრს შორის იყო, აუქციონზე გასაყიდად გერმანელმა კოლექციონერმა გაიტანა.

გავრცელებული ცნობით, ამ კონტრაქტით ჯგუფმა გერმანიაში მხოლოდ ერთი სინგლი ჩაწერა.

დღის ამბები