08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
საზღვაო კატასტროფა თურქეთში - არიან დაღუპულები

თურქეთის სანაპიროსთან მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქ ჩანაქ–კვალეს პორტის მახლობლად მიგრანტების ნავი ბორანს შეეჯახა და ჩაიძირა.

სანაპირო დაცვის ცნობით, 13 ადამიანი დაიღუპა, 8 კი მაშველებმა გადაარჩინეს.

ერთი მათგანი მძიმედაა დაშავებული.

ჯერ–ჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი მიგრანტი იმყოფებოდა ნავზე, რომელიც, სავარაუდოდ, კუნძულ ლესბოსის მიმართულებით მიდიოდა.

ეს დღეს ეგეოსის ზღვაში მომხდარი უკვე მეორე კატასტროფაა. საბერძნეთის სანაპიროსთან დილით მაშველებმა 20 ადამიანი გადაარჩინეს, კიდევ ოცდაექვსს კი ამ დრომდე ეძებენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები