კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულ გალერეაში თამაზ ვარვარიძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილია 1968 წლიდან დღემდე შექმნილი 50-ზე მეტი ნამუშევარი.
მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ქართველი მხატვარი თამაზ ვარვარიძე არის უახლესი ქართული გრაფიკული სკოლის ფუძემდებელი და პლაკატის ხელოვნების წარმომადგენელი, გრაფიკოსთა და გრაფიკოს-დიზაინერთა თაობების აღმზრდელი, პედაგოგი, რომელმაც დამსახურებულად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.