15 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვაზე მისვლის ამსახველ მასალას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ოთარ ფარცხალაძის უწყებაში მისვლის ამსახველ მასალას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ოთარ ფარცხალაძე სუსში 19 სექტემბერს იმყოფებოდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში შესაძლო დახმარებას გულისხმობს.

დღის ამბები