ევროპის ძიუდოს ფედერაციის ყოველწლიური სამედიცინო სემინარი გაიხსნა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ სპორტსმენთა ჯანმრთელობა და სპორტული მედიცინის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სწორედ ამიტომ, სამინისტრომ საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციას მხარი დაუჭირა, საქართველო ყოფილიყო ძიუდოს ევროპის ფედერაციის სამედიცინო სემინარის მასპინძელი ქვეყანა. გარდა ამისა, სპორტის სამინისტრომ ასოციაციისთვის მაღალტექნოლოგიური სატესტო სისტემები შეიძინა.