08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
საბერძნეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ციპრასის პარტია “სირიზამ” გაიმარჯვა

საბერძნეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება პარტია “სირიზამ” მოიპოვა. მან ხმების 35 პროცენტზე მეტი მოაგროვა, მეორე ადგილზე კი პარტია “ახალი დემოკრატია” გავიდა.

პარტია “სირიზას” ლიდერი ალექსის ციპრასი კოალიციური მთავრობის შექმნას დღესვე დაიწყებს. კონსულტაციები კი პარტია “დამოუკიდებელ ბერძნებთან” დაიწყება, რომელიც არჩევნებში მე-7 ადგილზე გავიდა.

ალექსის ციპრასმა გამარჯვება წუხელ ათენის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებთან ერთად აღნიშნა.

დღის ამბები