06 ოქტომბერი 2024,   21:12
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა მსოფლიო ისევ გაყო - ისრაელის ან პალესტინის მხარდამჭერთა რადიკალურად განსხვავებული პოზიციები, სპორტულ თუ სამოდელო სფეროებშიც გამოჩნდა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა მსოფლიო კვლავ ორ ბანაკად დაყო - დასავლეთის უდიდესი ნაწილი სოლიდარობას ისრაელს უცხადებს. თუმცა, სურათი რადიკალურად სხვაა არაბულ ქვეყნებში. ორადაა გაყოფილი საზოგადოებაც.

მსახიობები, მომღერლები, მოდელები, ფეხბურთელები და სხვა პროფესიის ადამიანები - ამ ომში სხვადასხვა პოზიციას აფიქსირებენ. ნაწილი ღიად უჭერს მხარს ისრაელს, ნაწილი კი - პალესტინას. ვინ ვის მხარესაა?

ვხედავთ მსოფლიო ლიდერების დამოკიდებულებას და ყოველდღე ვისმენთ პოლიტიკურ განცხადებებს, თუმცა ამ თემაზე არამხოლოდ პოლიტიკოსები საუბრობენ, მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებენ ცნობილი სახეებიც.

საგანმანათლებლო სასწავლებლების გარდა, კონფლიქტს გამოეხმაურნენ სპორტულ სამყაროშიც. მადრიდის "რეალის" ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბის ფეხბურთელი კარიმ ბენზემა საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. ბენზემას საფრანგეთი ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში ადანაშაულებს.

ამ საკითხმა არა მხოლოდ სპორტულ, არამედ სამოდელო სამყაროშიც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. პოზიციის დაფიქსირებისთვის მოკვლით ემუქრებიან მოდელებს ჯიჯი და ბელა ჰადიდებსაც, ისინი წარმოშობით პალესტინელები არიან.

თუმცა, როგორც ვიცით, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ისრაელსაც. ჰოლივუდის 700-მდე მსახიობი მხარს უჭერს ისრაელს და ისრაელის მთავრობას. ისინი გმობენ ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" ძალადობას.

ბოლო დღეებია მძლავრი საპროტესტო აქციებია სხვადასხვა ქალაქში. მედია აქტიურდ აშუქებს, ამ ყველაფერს. ვნახეთ ტრაფალგარის მოედანზე 100 000-მდე ადამიანის აქცია და დაპირისპირებაც. თუმცა, ლონდონი არ ყოფილა ერთდერთი.



ავტორი: ნათია ჩეხერია 

დღის ამბები