"საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური, არ ეთანხმება მურმან დუმბაძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის. მისი თქმით, მსგავსი განცხადებების ავტორები მავნებლები არიან.
"რას ნიშნავს "საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს"?! ეს საერთოდ რა ლაპარაკია?! კანდიდატის სტატუსს იმსახურებს ეს ქვეყანა და ეს ხალხი. ხელისუფლებები მოდიან და მიდიან და ხელისუფლებას ნამდვილად ვერ გადავაყოლებთ და არ უნდა გადავაყოლოთ ამ ქვეყნის 30-წლიანი პერსპექტივა. ასეთი ადამიანები, მავნებლები, შეუერთდნენ "ოცნებას",- აცხადებს ანა ბუჩუკური.
შეგახსენებთ, რომ "გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთმა ლიდერმა მურმან დუმბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის და თუ ქვეყანა სტატუსს მაინც მიიღებს, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში დარჩენა 2030 წლამდე გარანტირებული ექნება.