კეზერაშვილის ახალი სტრატეგია "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება. პარტიის არაფორმალური მმართველი პარტიაში, სამოქმედო ტაქტიკას ცვლის - "კურიერი პიესმა" კვიპროსის შეხვედრების საიდუმლო დეტალები გაარკვია. ლევან ხაბეიშვილით უკმაყოფილო კეზერაშვილი, "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალ ბორდს ქმნის, რომელსაც შესაძლოა ნიკა გვარამიამ უხელმძღვანელოს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ერთადერთი პირობა, რომელიც მას აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან," არის არაფორმალური მმართველობის დასრულება.
როგორც "კურიერთან" ენმ-ს წევრი და ნიკა გვარამიას მომხრე დიმიტრი ბიძინაშვილი აცხადებს, კეზერაშვილი და მერაბიშვილი ვერასდროს ვერ იქნება გამარჯვების ფორმულა.
"კეზერაშვილი და მერაბიშვილი ვერასდროს იქნებიან გამარჯვების ფორმულა. არანაირი ბორდი, არანაირი სხვა სტრუქტურის შექმნა არ უზრუნველყოფს ამ პარტიაში არაფორმალური მმართველობის დამთავრებას, სანამ მენეჯმენტის წევრები დაეწყობიან და მიდიან გადაწყვეტილების მისაღებად, დავით კეზერაშვილთან თუ ვანო მერაბიშვილთან და ის ადამიანები წყვეტენ, რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს, როდესაც მათ არანაირი ფორმალური თანამდებობა არ უკავიათ, მანამდე ამ პარტიაში არაფორმალური მმართველობა იქნება. სადაც არაფორმალური მმართველობა არის, იქ ჩვენ არაფერი არ გვესაქმება," - აღნიშნა დიმიტრი ბიძინაშვილმა.