08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
"ემის" დაჯილდოვების რიგით 67-ე ცერემონია გაიმართა

ლოს ანჯელესმა ემის დაჯილდოვების რიგით 67 ცერემონიას უმასპინძლა. საღამოს ფავორიტი "სამეფო კარის თამაშები" გახდა, რომელმაც ემის მთავარი ჯილდო–წლის საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში მიიღო. სერიალმა ასევე წლის საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო რეჟისურის ნომინაციებში გაიმარჯვა.

ამავე დრამაში მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მსახიობი პიტერ დინკ ლეიჯი დააჯილდოვეს, რომელიც სერიალში ტირიონ ლანისტერს ასახიერებს.

წლის საუკეთესო კომედიური ჟანრის სერიალად "ვიცეპრეზიდენტი" დასახელდა.

კომედიური სერიალის საუკეთესო მსახიობებად ჯულია დრეიფუსი და ჯეფრი ტემბორი აღიარეს.

დღის ამბები