15 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
ალბათ, რაღაც შეკვეთა მიიღეს და ცდილობენ, თავიანთ პატრონებს დაუმტკიცონ, რომ რაღაცას წარმოადგენენ - ეკა სეფაშვილი "დროასა" და "გირჩი-მეტი თავისუფლებას" საერთო პლატფორმაზე

"ხალხის ძალის" წევრს, ეკა სეფაშვილს "დროასა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებას" პლატფორმა, სადაც ისინი ათავსებენ პერსონებს, ვისაც რუსეთის ჯაშუშებად მიიჩნევენ, 1937 წლის ბოლშევიკურ სიებს აგონებს.

მისივე შეფასებით, ისინი, შესაძლოა, თავიანთი "პატრონების" დავალების შესრულებას ცდილობენ.

"მათი ეს მცდელობა მაგონებს ბოლშევიკურ სიებს, როდესაც 1937 წელს დგებოდა რაღაც სიები. ვფიქრობ, როდესაც ერთი რუსული რუბლებით ფინანსდება პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მეორე კიდევ შარვალჩახდილი ებრძვის საქართველოს ოკუპაციას, მათი მხრიდან რაიმე სერიოზულის მოლოდინ არ უნდა გვქონდეს. ალბათ, რაღაც შეკვეთა მიიღეს და ამით ცდილობენ, თავიანთ პატრონებს დაუმტკიცონ, რომ რაღაცას წარმოადგენენ. სინამდვილეში, ეს მხოლოდ კომიკურია,"- აცხადებს ეკა სეფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "დროამ" და "გირჩი - მეტი თავისუფლებამ" საკუთარ პლატფორმაზე ინფორმაცია განაახლეს. ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე ამ პლატფორმაზე ათავსებენ პერსონებს, ვისაც რუსეთის ჯაშუშებად მიიჩნევენ. დღეს განახლებულ მონაცემებში მათ შეიყვანეს მოსამართლეები, სამართალდამცველები, ჟურნალისტები და დეპუტატები, მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორები.

დღის ამბები