ცესკო ბათუმში მე-11 საერთაშორისო კონფერენციას მართავს. მთავარი თემა არჩევნებში საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მათთან დაკავშირებული დეზინფორმაციაა.
შეხვედრაზე ელექტრონული ხმის მიცემისა და ტექნოლოგიური გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. აქცენტები გაკეთდა საკომუნიკაციო გზებით გავრცელებული დეზინფორმაციის შესაძლო გავლენაზე არჩევნების შედეგებზე.
კონფერენცია ორდღიანია და ის ცესკოს, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით ტარდება.