15 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური კარიბჭის ფორუმის” გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური კარიბჭის ფორუმის” გახსნას დაესწრო. 

ფორუმი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახსნა. 

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები” − პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია.

დღის ამბები