06 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
ომის მე-20 დღე ახლო აღმოსავლეთში - 200-ზე მეტი ადამიანი ანკლავში კვლავ "ჰამასის" მძევლად რჩება

ომის მე-20 დღე ახლო აღმოსავლეთში. ღაზას სექტორში, ჰუმანიტარული მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება. ანკლავში საწვავის დეფიციტია, რომელიც საავადმყოფოებსა და თავშესაფრების ფუნქციონირებასთან ერთად, სასმელი წყლის გადამუშავებისთვისაა საჭირო.

ღაზაში მომუშავე გაერო-ს მთავარი სააგენტოს განცხადებით, ისინი იძულებულები იქნებიან რამდენიმე საათში საწვავის ნაკლებობის გამო, ოპერაციების შეაჩერონ, რაც ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა, რომ ისინი ღაზას სექტორში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადებიან. მისი თქმით, გადაწყვეტილებას ამის შესახებ "სპეციალური ომის კაბინეტი მიიღებს" მაგრამ როდის, ამას ჯერჯერობით არ ამბობს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ უკვე ათასობით ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს და რომ "ეს მხოლოდ დასაწყისია".

შეერთებული შტატების სამხედროები კი, ისრაელს თავშეკავებისგან და ყოვლისმომცველი სახმელეთო თავდასხმის არიდებისკენ მოუწოდებენ.

რუსეთმა და ჩინეთმა, ისრაელ-"ჰამასის" ომთან დაკავშირებით, აშშ-ის შემოთავაზებულ რეზოლუციას გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადეს.

"ჰამასის" მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში, ომის დაწყებიდან 6500 ადამიანი დაიღუპა. 200-ზე მეტი ადამიანი ანკლავში კვლავ "ჰამასის" მძევლად რჩება. ისრაელის მხარეს კი, ომის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1400 შეადგენს.

 

დღის ამბები