საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფაა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის იმუშაოს მეზობელ ქვეყნებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს მშვიდობა რეგიონში. მშვიდობა რეგიონში იყო მთავარი გზავნილები სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერების სიტყვით გამოსვლებშიც.
"ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დასრულდება შემდეგ რამდენიმე თვეში. ასევე, ვთვლი საჭიროდ, წარმოვადგინო მშვიდობის საკითხზე კიდევ 2 დამატებით ასპექტი, რომელზეც შევთანხმდით აზერბაიჯანთან. სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას ეს უზრუნველყოფს რომ განაცხადები გაკეთებული ორივე მხრის მიერ, არ დატოვებს არანაირის სივრცეს საიმისოდ, რომ მეორე მხარემ არ აღიაროს იმ საპასუხო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში გაცხადებული ტერიტორიებისა, ასევე მინდა მოვიშველიო 1991 წლის, ალმაატას დეკლარაცია, რომელსაც შემდეგი მნიშვნელობა აქვს.
12 რესპუბლიკა, რომელიც ხელს აწერს დეკლარაციას, მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანი, აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს იმ დროისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებს აღიარებს, ანუ საზღვრები, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში ხდება სახელმწიფო საზღვრებად, და ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმედი გვაქვს, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში უკვე აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს მშვიდობაზე და განვაახლებთ ურთიერთობებს,"- აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.