15 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
საქართველო, როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური შუამავალი, არის დაინტერესებული ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა - ირაკლი ღარიბაშვილი

აზერბაიჯანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა აზერბაიჯანული თეატრის თანამედროვე კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე, სამშვიდობო ინიციატივაზე გააკეთეს აქცენტი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი დღე  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების კიდევ ერთი დასტურია.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე, როგორც შუამავალზე, გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კონტექსტში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრემიერმაც.

"მადლიერი ვარ, რომ ჩამობრძანდით თბილისში და მონაწილეობა მიიღეთ აბრეშუმის გზის ფორუმში. ამას ძალიან ვაფასებ, ვაფასებ იმ ფაქტს, რომ გუშინ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გავმართეთ. იყო სამმხრივი შეხვედრა. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ობიექტური შუამავალი და ორივე ქვეყნის მეგობარი, არის დაინტერესებული ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, ამაში ჩვენი ქვეყანა და მე პირადად მთავრობის მეთაური ვარ მზად, რომ მივიღოთ მონაწილეობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები