06 ოქტომბერი 2024,   20:55
ვრცლად
საქართველოში სამუშაო ვიზიტით კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს დელეგაცია იმყოფება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით, კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს დელეგაცია და სამდივნოს წევრები იმყოფებიან. ეროვნული სატყეო სააგენტო, კლიმატის მწვანე ფონდის - გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტს ახორციელებს, როემლიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში ტყის მდგრადი მართვისთვის საჭირო ყველა ღონისძიებას ითვალისწინებს.

ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოსა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ტყის ინვენტარიზაციის და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ, იმყოფებოდნენ სოფელ ხოდაშენის „საქმიან ეზოშიც", რომელიც პროექტის ფარგლებში მოეწყო და აღიჭურვა სპეციალური ტექნიკით. კლიმატის მწვანე ფონდი მსოფლიოში უმსხვილესია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში ეხმარება.

დღის ამბები