18 ოქტომბერი 2024,   09:18
ვრცლად
იზღუდება ადამიანების კონკრეტული უფლებები, პროტესტის გამოხატვის უფლება მასშტაბური აქციის შიშით - ირაკლი ფავლენიშვილი შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში ცვლილებეზე

მმართველი გუნდი პრეზიდენტის მეოთხე ვეტოს დასაძლევად ემზადება - მანიფესტაციების შესახებ კანონი, რომელიც დესტაბილიზაციის რისკებს აზღვევს, სალომე ზურაბიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი ჯერ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავს, შემდეგ კი საკითხი კენჭისყრაზე გავა.

ოპოზიცია პრეზიდენტის არგუმენტებს სრულად იზიარებს და ფიქრობს, რომ ცვლილებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. 

"აქ მნიშვნელოვანია, რომ იზღუდება ადამიანების კონკრეტული უფლებები - პროტესტის გამოხატვის უფლება მასშტაბური აქციის შიშით და გასამართათ, ყველა აუცილებელი ყველა პროცედურა იქნება აკრძალული და შეზღუდული ამ კანონით. არავინ ამ ქვეყანაში არეულობას არასდროს არ აპირებდა. გასაგებია, რომ ეს არის მუდმივი პროპაგანდა "ოცნების".

ჩვენ გვახსოვს რამდენიმე სახელმწიფო გადატრიალების ე.წ. საქმე, რომელიც კონკრეტულ შედეგებამდე ვერ მივიდა და ვერ მივიდოდა ფიზიკურად, ვინაიდან არ არსებობს მსგავსი ტიპის განზრახვები," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები