06 ოქტომბერი 2024,   21:49
ვრცლად
სოფელ მეღვრეკისში და სოფელ მეჯვრისხევში საბავშვო ბაღები გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში და სოფელ მეჯვრისხევში საბავშვო ბაღები გაიხსნა. იქ ამ დრომდე არ არსებობდა სააღმზრდელო დაწესებულებები. ბაღებში უკვე ასამდე აღსაზრდელი ირიცხება.

ახალი შენობები ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. ორივე ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარით, მოწყობილია ეზო და საბავშვო ატრაქციონები.

ბაღის შენობები მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა. მიმდინარე სასწავლო წელს, გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის 5 ახალი შენობა გაიხსნა.

დღის ამბები