19 აგვისტო 2026,   22:55
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წლის ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წლის ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ მათ მიღწეული წარმატება მიულოცა და საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მასწავლებლის ეროვნულ დღეს პრემია გადაეცა 11 პედაგოგს, მათ შორის, 2 მასწავლებელი აჭარიდან - ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი ვენერა აბუსელიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაზიბროლა მიქელაძე.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ ფულადი ჯილდოც გადაეცათ.

დღის ამბები