23 აგვისტო 2026,   09:22
ვრცლად
თსუ-ს საკალათბურთო გუნდი დღეს ფიბა-ევროპის თასის გათამაშებაზე იტალიის "ვარეზეს" დაუპირისპირდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი დღეს ფიბა-ევროპის თასის გათამაშებაზე მორიგ შეხვედრას გამართავს. "თსუ" სტუმრად იტალიის "ვარეზეს" დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი იტალიაში ოპტიმალური შემადგენლობით იმყოფება და ზედიზედ მეორე გამარჯვებისთვის ემზადება.

ფიბა-ევროპის თასის გათამაშებაზე "აი" ჯგუფს 6 ქულით გერმანიის "გოტინგენი" ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებს "ვარეზე" და "თსუ" ინაწილებენ. იტალიურ-ქართული საკალათბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

დღის ამბები