08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
„რუსეთი განაგრძობს სეპარატისტების მხარდაჭერას” - იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში მასშტაბური წვრთნები ოფიციალურად გახსნა

ნატოს გენერალურმა მდივანმა და უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის აღმოსავლეთში მასშტაბური წვრთნები ოფიციალურად გახსნეს.

სწავლება ლვოვში დაიწყო და 25 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში 34 ქვეყნიდან 1100 მონაწილეა ჩართული.

ერთობლივ პრეს კონფერენციაზე პოროშენკომ და სტოლტელნბერგმა დონეცკსა და ლუგანსკში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეაფასეს.

„რუსეთი განაგრძობს სეპარატისტების მხარდაჭერას, ამარაგებს მათ იარაღითა და სხვა და სხვა აღჭურვილობით,” - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 

გარდა ამისა, პოროშენკომ კომენტარი ალიანსში გაწევრიანებაზე უკრაინის პერსპექტივაც შეაფასა. მისი თქმით, ქვეყანა ამისთვის ჯერ მზად არ არის.

„სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია რუსეთის მხარდამჭერი ტერორისტები და თავად რუსები უკრაინის ტერიტორიიდან გავიდნენ. უნდა დაიხუროს საზღვარი, დაიწყოს პოლიტიკური პროცესი და ჩატარდეს არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად,” - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

 

 

 

 

დღის ამბები