08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავებით სადაზვერვო ოპერაცია დაიწყო

რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავებით სადაზვერვო ოპერაცია დაიწყოამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატები ავრცელებს.

მოსკოვის მიერ წამოწყებულ სამხედრო საჰაერო ოპერაციას ვაშინგტონი კოალიციის მიერ დაწყებული ავია იერიშების ხელის შემშლელ ფაქტორად განიხილავს.

შეერთებული შტატები 1 წელია სირიის ტერიტორიაზე ტერორისტულ ობიექტებზე მოკავშირეებთან ერთად ავია დარტყმებს ახორციელებს.

გარდა ამისა, ამერიკა სირიაში რუსული საფრენი აპარატების რაოდენობის ზრდაზეც ამახვილებს ყურადღებას.

სატელიტით გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ სირიაში ქალაქ ლათაკიასთან, სამხედრო ბაზაზე 16 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი დგას.

 

 

 

 

 

დღის ამბები