08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის აღმოსავლეთში დაწყებულ ბლოკადას ეხმაურება

უკრაინის პრეზინდეტმა პირველი კომენტარი გააკეთა უკრაინის აღმოსავლეთში, ყირიმთან დამაკავშრებელ გზებზე არსებულ ვითარებაზე, სადაც ასობით სატვირთო მანქანაა გაჩერებული.

უკრაინაში მცხოვრები თათრები ყირიმის ნახევარკუნძულის ბლოკადას მეორე დღეა განაგრძობენ და ქვეყნის ანექსირებულ ნაწილში ტვირთს აღარ უშვებენ.

პეტრო პოროშენკოს თქმით, ეს სახალხო აქციაა და ეკონომიკური ბლოკადა ყირიმში უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენას ისახავს მიზნად.

უკრაინელ სამართალდამცველებს ბლოკირებულ გზებზე წესრიგის დაცვა და პროვოკაციების თავიდან აცილება უკვე დაევალათ. აქციის ორგანიზატორების თქმით, ბლოკადა უვადოა.

დღის ამბები