08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
აშშ-ში საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

5 ადამიანი დაშავდა შეერთებულ შტატებში ტეხასის შტატის ქალაქ დალასში საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად. სავარაუდოდ, ინციდენტის მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე შენობებიც დაზიანდა. დაშავებულთაგან 2 აფეთქების დროს სახლში იმყოფებოდა, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ხელისუფლებამ რამდენიმე საათით მთელი უბნის ევაკუაცია გამოაცხადა. მომხდარის მიზეზებს გამოძიება შეისწავლის.

 

 

დღის ამბები