08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
სირიაში რუსეთის საელჩო დაცხრილეს

სირიაში რუსეთის საელჩო დაცხრილეს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე ერთი ჭურვი ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ჭურვი მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გაშვებული, თუმცა აღნიშნავენ, რომ იერიში არ განუხორციელებით "ისლამური სახელმწიფოს" ტეროტირისტებს, ეს სხვა ძალაა, რომელიც ასადის რეჟიმს უცხოელი სპონსორების დახმარებით ებრძვის.

იერიშის პარალელურად, რუსეთმა სირიაში სადაზვერვო ოპერაცია დაიწყო. ვაშინგტონმა ახალი სატელიტური ფოტოები გაავრცელა, სადაც ავიაბაზა და რუსული მზვერავებია ასახული.

შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ რუსული ავიაცია საერთაშორისო კოალიციის გეგმებს შეაფერხებს. სირიელი მეაბოხეები მოსკოვს მეორე ავღანეთის მოწყობით დაემუქრნენ. ისინი აცხადებენ, რომ მოკლავენ ყველა ჯარისკაცს, რომელსაც რუსეთი სირიაში გაგზავნის.

დღის ამბები