08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გაქცეული ხალხის ნაკადი არ წყდება ევროპაში

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გაქცეული ხალხის ნაკადი არ წყდება ევროპაში. ათასობით მიგრანტი ამ დრომდე სერბეთ-ხორვატიის საზღვარზე იმყოფება და გერმანიასა და ავსტრიაში მოხვედრას ცდილობს.

ხორვატიის პოლიციის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც უნგრეთმა საზღვარი ჩაკეტა ქვეყანაში 27 ათასი დევნილი შევიდა. კრიზისის მოგვარებისთვის აუცილებელი ზომების შეთანხმებას დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები.

მინისტერიალი ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე იმართება. ევროპელმა ლიდერებმა 120 ათასი მიგრანტის გადანაწილების საკითხი უნდა განიხილონ, რომლებმაც უკვე გადაკვეთეს ევროკავშირის საზღვრები. ცენტრალური ევროპის ქვეყნების ნაწილი ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ კვოტებს არ ეთანხმება.

დღის ამბები