08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ბარბერის მოდის სახლმა ლონდონის მოდის კვირეულზე თეატრალიზებული დეფილე მოაწყო

ბარბერის მოდის სახლმა ლონდონის მოდის კვირეულზე თეატრალიზებული დეფილე მოაწყო. ახალი კოლექცია მოდელებმა პოდიუმზე საორკესტრო მუსიკისა და ალისონ მოიეტის სიმღერის ფონზე წარადგინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბარბერის მოდის მოყვარულებისთვის 2016 წლის გაზაფხული ზაფხულის სტილი უნდა შეეთავაზებინა, მოდის სახლის მთავარმა დიზაინერმა დეფილეზე საშემოდგომო და ზამთრის სამოსიც წარადგინა.

კრისტოფერ ბეილის ახალმა კოლექციამ მოდის კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. დიზაინერს წარმატება ტოპ მოდელმა კეიტ მოსმა და ოსკაროსანმა მსახიობმა ბენედიქტ ქამბერბაჩმა მიულოცეს, რომლებიც ბარბერის VIP მომხმარებლები არიან.

დღის ამბები