19 სექტემბერი 2024,   04:57
ვრცლად
"რუსეთის დესტრუქციული ქმედებების ნათელი მაგალითი" - მეთიუ მილერი სოფელ კირბალთან მომხდარ მკვლელობასა და გატაცებაზე

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი სოფელ კირბალთან საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობასა და ერთი მოქალაქის გატაცებას გამოეხმაურა.

"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს. ეს მკვლელობა ნათელი მაგალითია რუსეთის იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომელსაც, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, ის აწარმოებს საქართველოსა და სხვა ტერიტორიებთან მიმართებით," - წერს მეთიუ მილერი.

 

დღის ამბები