19 სექტემბერი 2024,   05:23
ვრცლად
კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცოგოვინას მოქალაქეებისთვის, ჩვენ მივიღეთ 2023 წლის გაფართოების პაკეტი - ევროკომისია 

კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი საქართველოს, უკრაინის, მოლოდივის და ბოსნია და ჰერცოგოვინას მოქალაქეებისთვის მათ ევროკავშირში მისწრაფებასთან დაკავშირებით -  ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

"ჩვენ მივიღეთ 2023 წლის გაფართოების პაკეტი, რომლის რეკომენდაციაც არის უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გაწევრაინებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას, როგორც კი შესაბამისობის საჭირო ხარისხი მიღწეული იქნება. ჩვენი კავშირის სრულყოფა, ბუნებრივი ჰორიზონტია," - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.

განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე გააკეთა.  

დღის ამბები