19 სექტემბერი 2024,   05:09
ვრცლად
ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა ქვეყანას - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველოსთვის ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე.

მისივე თქმით, ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

"ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის. კანდიდატის სტატუსი მიენიჭა ქვეყანას და ხშირად, როდესაც ვანიჭებთ ან ვუწევთ რეკომენდაციას ამ სტატუსის მინიჭებისას, ვამბობთ, არის ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადასადგმელი და ეს არის დეტალურად გაწერილი ანგარიშში, რეკომენდაციებში, მაგრამ ეს ნამდვილად არის უზარმაზარი ნაბიჯი საქრთველოსთვის, ასევე ეს ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისას, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დღის ამბები