19 სექტემბერი 2024,   05:16
ვრცლად
საქართველომ უნდა იპოვოს დამნაშავეები, ჩვენ ვუდგავართ ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას გვერდით - ოლივერ ვარჰეი კირბალთან მომხდარ მკვლელობაზე

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, სოფელ კირბალთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველომ უნდა იპოვოს დამნაშავეები და ამ საკითხში ევროკომისია ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის გვერდით დგას.

"დიახ, ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რაც მოხდა საქართველოში და ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი სიახლე და ინციდენტი, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს საქართველოს მთავრობა, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველომ უნდა იპოვოს დამნაშავეები. ჩვენ ვუდგავართ ამ შემთხვევაში ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას გვერდით," - აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

დღის ამბები