19 სექტემბერი 2024,   04:52
ვრცლად
ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის - ამერიკის საელჩო საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემას ულოცავს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღევანდელი რეკომენდაცია არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი.

"გილოცავთ ყველა ქართველს! დღევანდელი რეკომენდაცია არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

დღის ამბები