15 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
"ინტეგრაცია მოიცავს საკმაოდ რთულ და კომპლექსურ რეფორმებს, სწორედ ამიტომ, ჩვენ გვსურს შევიმუშაოთ დეტალური გეგმა ყოველწლიურად" - ოლივერ ვარჰეი

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ ისაუბრა ევროკავშირის გაფართოებასა და ახალი ქვეყნების ევროკავშირში რეალურ ინტეგრაციაზე. მისივე თქმით, ინტეგრაცია მოიცავს საკმაოდ რთულ და კომპლექსურ რეფორმებს, მათ განსახორციელებლად და დასაჩქარებლად კი აუცილებელია, ყოველწლიური გემის შემუშავება ევროკავშირის ჩართულობით.

"ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ჩვენი საქმიანობის ინსტიტუციურ ნაწილზე, როდესაც განვიხილავთ ანგარიშებს, მაგრამ ახლა მოდით, უფრო რეალურ ინტეგრაციაზე გავაკეთოთ აქცენტი. რეალურ ინტეგრაცია, ამ შემთხვევაში, გულისხმობს იმას, თუ როგორ უნდა დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკების, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნების ერთმანეთთან ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან ერთად. ეს არის რეალური სარგებელი ორივე მხარისათვის და ამან უნდა მოუტანოს სარგებელი წევრებს გაწევრიანებამდეც კი.

ეს არის ასევე თხოვნა, რომელიც მოდის წევრი სახელმწიფოების მხრიდან და ეს იყო ჩვენი თავდაპირველი გეგმაც, როდესაც დავიწყეთ საუბარი და შევიმუშავეთ ახალი მითოლოგია 2030 წლის გაფართოებისთვის. ეს მიზანს ისახავს 4 კონკრეტულ ნაბიჯს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირება რომლებიც, რა თქმა უნდა, დაინტერესებული არიან ამ პროცესით.

 უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ეხება ჩვენს რეგულაციებსა და კანონებს. ეს სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს, ამან სარგებელი უნდა მოუტანოს ასევე იმ ქვეყნებს, რომლებსაც გაწევრიანება სურთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ამ გეგმის არის ის, რომ დავეხმაროთ დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორ ქვეყნებს ინტეგრირების პროცესში.

ინტეგრაცია მოიცავს საკმაოდ რთულ და კომპლექსურ რეფორმებს. იმ კომპლექსურ რეფორმებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს სარგებელს მოუტანს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვსურს ჩავერთოთ მათთან ერთად აღნიშნულ პროცესში და შევიმუშაოთ დეტალური გეგმა ყოველწლიურად, რომელზე დაყრდნობითაც ადგილზე შევძლებთ რეფორმების დაჩქარებას. ეს არის ის წინსვლა, რომელიც მათ სჭირდებათ და ასევე წინსვლა რომელიც ჩვენც გვჭირდება,"- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.

დღის ამბები