ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.
განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე გააკეთა.
"კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით რომ ყველა შესაბამისი ნაბიჯი იქნება გადადგმული,"- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.