15 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
"უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია მრავალი საჯარო მოხელის, პარლამენტის წევრის, მთავრობისა და ქართველი ხალხის თავდადების წყალობით" - ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გაცემულ დადებით რეკომენდაციას twitter-ზე გამოეხმაურა. სამხარაძე აღნიშნავს, რომ ეს უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია მრავალი საჯარო მოხელის, პარლამენტის წევრის, მთავრობისა და ქართველი ხალხის თავდადების წყალობით

"კარგი ამბავი საქართველოსთვის! ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია მრავალი საჯარო მოხელის, პარლამენტის წევრის, მთავრობისა და ქართველი ხალხის თავდადების წყალობით. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირში 2030 წლისთვის გასაწევრიანებლად,"- წერს სამხარაძე.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.

დღის ამბები