08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ბერლინში - სპეცსამსახურებმა ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს

მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ბერლინში. სპეცსამსახურებმა რამდენიმე პიროვნება დააკავეს, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ერთერთი მათგანი 51 წლის მაროკოელი მამაკაცია.

გამოძიების ვერსიით, ის ტერორისტების რიგებში ახალი წევრების მოძიებასა და მათ გადაბირებაზე მუშაობდა, მოგვიანებით კი ახალბედებს სირიაში აგზავნიდა.

პოლიციამ ბერლინში ათობით შენობაში ჩაატარა ჩხრეკა, მათ შორის ერთერთ მეჩეთშიც. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ექსტრემისტული ლიტერატურა აღმოაჩინეს.

გერმანიის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ტერორისტებმა უკვე 600–მდე მოქალაქე გადაიბირეს, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედ დაჯგუფებებს შეუერთდნენ.

დღის ამბები