18 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ეხმაურებიან

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას, ქვეყანას საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებიც ულოცავენ, მათ შორის, გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ესტონეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენები.

"ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს კანდიდატის სტატუსს. მომავალი არის ევროპა!" - ეს საქართველოში გერმანიის ელჩის "ტვიტია".

"ერთად წავიდეთ წინ, დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს პოზიტიურ გადაწყვეტილებისკენ და დროულ გაწევრიანებამდე," - აღნიშნავს პეტერ ფიშერი.

კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მინიჭებას გამოეხმაურა ნიდერლანდების ელჩიც.

"მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ბევრი მოუთმენლად ელოდა ამ მომენტს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები 14-15 დეკემბერს გამართულ ევროსაბჭოზე მიიღებენ," - წერს მელინე არაკელიანი.

საქართველოს ულოცავს ესტონეთის ელჩიც.

"გილოცავ საქართველო! დაე გაცემულმა რეკომენდაციებმა გაგაძლიეროთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე!" - წერს რიინა კალიურანდი სოციალურ ქსელში და საქართველოს დედაქალაქის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს რომ თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერშია განათებული.

"თბილისი ამაღამ ლურჯი და ყვითელია!" - აღნიშნავს ესტონელი დიპლომატი.

"დადებითი სიახლე ბრიუსელიდან. ევროკომიის რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს," - აღნიშნავს სოციალურ ქსელ "იქსზე" სლოვაკეთის ელჩი მატუს ბუსოვსკი.

დღის ამბები