18 ოქტომბერი 2024,   10:17
ვრცლად
გლობალური კორუფციის ინდექსში საქართველომ კორუფციის დაბალი დონის სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია

გლობალური კორუფციის ინდექსში საქართველომ კორუფციის დაბალი დონის სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია.

მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაცია "გლობალ რისკ პროფაილმა" "გლობალური კორუფციის ინდექსი 2023" გამოაქვეყნა.

რეიტინგში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25 პროცენტში მოხვდა, მსოფლიოში 43-ე ადგილზე დასახელდა, შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი პირველ ადგილზე გავიდა სტატუსით "კორუფციის დაბალი დონე". ამასთან, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც "კორუფციის დაბალი დონის" სტატუსი აქვს.

კორუფციისაგან თავისუფლებით, საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, "ევროკავშირის" და "ნატოს" წევრ 8 სახელმწიფოს: ხორვატიას, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.

ინდექსი ეფუძნება მიზნობრივად შერჩეულ მონაცემთა 43 ნაკრებსა და კრიტერიუმს.

დღის ამბები