09 ივლისი 2024,   03:45
ვრცლად
ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შესრულდა და მისმა ღირებულებამ 10.2 მილიონი ლარი შეადგინა.

ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა ბაკურიანში 150 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს, ასევე დასრულების ეტაპზეა პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში მიმდინარე პროექტები, პროგრამა "განახლებული რეგიონები" და ბაღის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 20.2 მილიონი ლარია.

დღის ამბები