19 სექტემბერი 2024,   04:55
ვრცლად
"ევროკომისიის გადაწყვეტილებას ვულოცავ სრულიად საქართველოს, აფხაზ და ოს თანამოძმეებს, რომლებსაც ასევე ეკუთვნით ეს გამარჯვება" - შალვა პაპუაშვილი

ევროკომისიის გადაწყვეტილებას ვულოცავ სრულიად საქართველოს, აფხაზ და ოს თანამოძმეებს, რომლებსაც ასევე ეკუთვნით ეს გამარჯვება, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ დეკემბერში, ევროპული საბჭო, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

"დეკემბერში, ჩვენ ჯერ კიდევ წინ გველის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ მოლოდინები პოზიტიურია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შარშან უარყოფითი გადაწყვეტილება იყო," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები