საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა. კონტინენტის პირველობა მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, 11-დან 21 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ჩვენი ქვეყნის სახელით, 10 სპორტსმენი გამოვა.
გუნდს ლაშა გაგნიძე უკაპიტნებს, რაჰიბა ისმაილოვა კი - ტურნირზე საქართველოს სახელით ერთადერთი ქალი მოკრივე იქნება.
ქართველები ტურნირში 12 ნოემბრიდან ჩაერთვებიან.