23 აგვისტო 2026,   05:02
ვრცლად
კახეთში, ქორწილში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

კახეთში, სოფელ ქეშალოში მომხდარ მკვლელობაში დადანაშაულებულ მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც მისთვის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ უნდა განსაზღვროს.

ბაზირგან მაჰმუდოვს თანასოფლელის განზრახ მკვლელობას ედავებიან. სისხლიანი დაპირისპირება ქორწილის სუფრასთან დაიწყო. მოკლულია 29 წლის ახალგაზრდა, რომლისგანაც მაჰმუდოვი ვალის დაბრუნებას ითხოვდა. მაჰმუდოვის მიმართ ფულად ვალდებულებას ადასტურებს მოკლულის ოჯახი, თუმცა განმარტავს, რომ თანხის დიდი ნაწილი უკვე დაბრუნებული იყო.

დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები