საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 16 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. წლის ბოლო მატჩი სკოპიეში გაიმართება. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, მატჩისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში, 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილს შვედეთის ნაკრებთან იყოფს. ლიდერი ნიდერლანდებია, რომელსაც 12 ქულა აქვს.