კახეთში, სოფელ ქეშალოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო დღეს განსაზღვრავს.
ბაზირ-გან მაჰმუდოვს თანასოფლელის განზრახ მკვლელობას ედავებიან. ბრალდების მხარე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას ითხოვს.
სისხლიანი დაპირისპირება, რომელიც 29 წლის ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა, ქორწილის სუფრასთან დაიწყო. მაჰმუდოვი მისგან ვალის დაბრუნებას ითხოვდა.