22 აგვისტო 2026,   16:23
ვრცლად
2023 წლის რაგბი ევროპის 18 წლამდე ჩემპიონატის თასის ნახევარფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან

2023 წლის რაგბი ევროპის 18 წლამდე ჩემპიონატის თასის ნახევარფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები, დღეს, 19:00 საათზე, ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან. ბოლო მატჩი მეოთხედ ფინალში, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შვეიცარიის წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით, 86-10 იმარჯვა.

მოგებული მატჩის შემდეგ, როტაციის პრინციპით სასტარტო შემადგენლობაში, ერთბაშად, 10 მოთამაშე შეიცვალა. მატჩი პრაღაში "მარკეტა რაგბი სთედიუმზე" გაიმართება.

დღის ამბები