"ქართული ოცნება" რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს განაგრძობს. მმართველი გუნდის ლიდერებმა დღეს შეხვედრები გამართეს გურიის 3-ვე მუნიცპალიტეტში და ადგილობრივი ორგანიზაციები დააკომპლექტეს.
ლანჩხუთში ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელად ალექსანდრე სარიშვილი აირჩიეს, ოზურგეთში - საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ხოლო ჩოხატაურის პარტიულ ორგანიზაციას დავით შარაშიძე უხელმძღვანელებს.
"ქართულმა ოცნებამ" სამივე მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელებთან ერთად, ბიუროს წევრებიც აირჩია.